ტექნიკური დახმარების პროგრამა

image
პროგრამის მიზანი:

ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამის მიზანია:  ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული/განსახორციელებელი პროექტების / პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული ბენეფიციარების მხარდაჭერა თანდაფინანსების, საკონსულტაციო მომსახურების და  ტრენინგის ჩატარების გზით

image
პროგრამის მოკლე აღწერა:

პროდუქციის/მომსახურების კონკურენტუნარიანობის ზრდის მიზნით როგორც შიდა, ისე უცხოურ ბაზრებზე, პროგრამა გთავაზობთ ტექნიკურ დახმარებას შემდეგი მიმართულებით:

  •  პროდუქციის ბრენდირება და შეფუთვა;
  • სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემებისა და სტანდარტების დანერგვა.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების  შემთხევავაში დამატებით გთავაზობთ შემდეგი მიმართულებების დაფინანსებას:

  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ(ებ)ისათვის მათ მიერ წარმოებული პროდუქტის ბრენდირებისათვის/საბოლოო სასაქონლო სახის მისაცემად საჭირო აღჭურვილობის შეძენის თანადაფინანსებას;
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიესათვის ბუღალტერიის შემსწავლელი სასერტიფიკატო კურსის თანადაფინანსებას;
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ(ებ)ის მიერ სასაქონლო ნიშნ(ებ)ის რეგისტრაციის ღირებულების თანადაფინანსებას.

* შენიშვნა: პოტენციურ ბენეფიციართან სააგენტოს პროგრამების/პროექტების ფარგლებში გაფორმებული უნდა იყოს თანადაფინანსების ხელშეკრულება გარდა იმ შემთხვევებისა, თუ პროექტის მიზნობრიობაა: უცხოელი კონსულტანტის მომსახურება, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ წარმოებული პროდუქტის ბრენდირებისათვის/საბოლოო სასაქონლო სახის მისაცემად საჭირო აღჭურვილობის შეძენა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიესათვის ბუღალტერიის შემსწავლელი სასერტიფიკატო კურსის დაფინანსება ან/და  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია

დაფინანსების თანხა განისაზღვრება საკონსულტაციო მომსახურების ღირებულების 30% დან - 80 % - მდე ( დამოკიდებულია საკონსულტაციო სერვისზე) არაუმეტეს 10 000 ლარისა

image
პროგრამის სამიზნე ჯგუფი და გეოგრაფიული არეალი:

  • ფიზიკური ან იურიდიული პირი
  • პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში და თვითმმართველ ქალაქში

image
პროგრამის სამიზნე ეკონომიკური საქმიანობები:

  • ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელთანაც სააგენტოს პროგრამების ფარგლებში გაფორმებულია დაფინანსების / თანადაფინანსების ხელშეკრულება და შესაძლებელია, გაფორმდეს ხელშეკრულება
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელთანაც სააგენტოს პროექტების/ პროგრამების ფარგლებში გაფორმებული არაა დაფინანსების/ თანადაფინანსების ხელშეკრულება და შესაძლებელია, გაფორმდეს ხელშეკრულება
  • უცხოელი კონსულტანტის მომსახურების თანადაფინანსების მიზნობრიობის შემთხვევაში არანაკლებ 10 პირისაგან შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (ასოციაცია) და/ან სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი და/ან არანაკლებ 10 პირისგან შექმნილი „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი, წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელთანაც შესაძლებელია, გაფორმდეს ხელშეკრულება.
  • რეგისტრირებულია იყოს “ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის” რეესტრში

image
პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმები:

პროგრამის ფარგლებში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

გ) ცნობა ან/და შედარების აქტი სსიპ – შემოსავლების სამსახურიდან საგადასახადო დავალიანების არქონის შესახებ;

დ) საჭიროების შემთხვევაში, თანამონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი – ცნობა ბანკიდან შესაბამისი თანხის ანგარიშზე არსებობის შესახებ ან/და ცნობა საფინანსო ინსტიტუტიდან კრედიტის დამტკიცების თაობაზე ან/და დონორის წერილობითი დასტური;

ე) ინვოისი ან/და ხელშეკრულება საქონლის/მომსახურების/ აღჭურვილობის შესყიდვის შესახებ;

ვ) სააგენტოს მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია.

image
პროგრამის განხორციელების ვადები:

პროგრამაში ჩასართავად პოტენციური ბენეფიციარი მატერიალური სახით წარმოადგენს შევსებულ განაცხადის ფორმა სოფლის განვითარების სააგენტოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტის საქმისწარმოების სამსახურში ან რეგიონულ სამსახურებსა და საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში, რომელსაც თან ერთვის განაცხადის თანმდევი დოკუმენტაციის ნუსხა.

პროგრამის ფარგლებში, განაცხადების მიღება ასევე შესაძლებელია ელ.ფოსტის საშუალებით: document@rda.gov.ge -ზე.

მიმდინარე

image
მიმაგრებული ფაილები:
image
პროგრამაში ჩართვის/აპლიკაციის პროცესი:
1განაცხადის წარდგენა შესაძლებელია როგორც მატერიალური სახით ასევე, ელ ფოსტა document@rda.gov.ge - ზე გაგზავნით